ფეხბურთი

23:30 | 5.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

კინსი ვოლანსკი 15 ათასით დააჯარიმეს, მაგრამ 3.5 მილიონი ევრო გამოიმუშავა

ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ კინსი ვოლანსკი საყოველთა ყურადღების ცენტრშია და მის შესახებ ინფორმაცია ყოველდღე ვრცელდება. პოლონელი მოდელი, რომელიც „ტოტენჰემისა“ და „ლივერპულის“ შეხვედრაში მოედანზე შეიჭრა, 15 ათასი ევროთი დააჯარიმეს, მაგრამ ეს ნაკლებად უნდა ანაღვლებდეს.

საქმე ისაა, რომ ვოლანსკიმ Apex Group-ის მარკეტინგული ანალიზის თანახმად, რეკლამიდან დაახლოებით 3.5 მილიონი ევრო გამოიმუშავა. გამომუშავებული თანხა გამოთვლილია ვოლანსკის შეყვარებულის, ვიტალი ზდოროვეცკის საიტზე გამოქვეყნებული მასალით, რომელშიც ვოლანსკის ნახევრად შიშველი სხეული ვებგვერდზეა განთავსებული.

რაც შეეხება 15 ათასი ევროს ჯარიმას - კინსი 10 ათასით იმიტომ დაჯარიმეს, რომ კადრები საიტზე განათავსა, ხოლო 5 ათასი ევროს ჯარიმა მოედანზე შევარდნისთვის დაეკისრა.

კინსი ვოლანსკიმ გარდა ფინანსური მოგებისა, პოპულარობაც მოიპოვა და სოციალურ ქსელში მისი მიმდვერების რაოდენობა წარმოუდგენელი ტემპით გაიზარდა...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114872