ჩოგბურთი

15:45 | 5.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერი: "ნადალთან თამაში ჩემთვის გამოწვევაა"

როლან გაროსის 1/2-ფინალში როჯერ ფედერერი რაფაელ ნადალს დაუპირისპირდება. ამასთან დაკვშირებით როჯერ ფედერერმა კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მისთვის ეს მატჩი დიდი გამოწვევაა.

"ცაციების წინააღმდეგ თამაში მძულდა, მათთან ჩემ თამაშს ვერასდროს ვაჩვენებდი. ახლა კი ესეთ შეხვედრები ჩემთვის კარგია, რადგან დიდი გამოწვევაა. ასეთ დროს ნადალზე უფრო რთულ მეტოქეს ვერ შეხვდები, ასე რომ კარგი ვარიანტია. თუ გრუნტის საფარზე წარმატებაზე ფიქრობ, რომელიმე ეტაპზე ნადალს აუცილებლად დაუპირისპირდები. ამის თავიდან არიდება არ მსურდა, პირიქით ეს ჩემთვის კარგი გამოწვევაა.

ურთიერთშეხვედრებში ნადალი როჯერს 23:15-ს უგებს. მატჩი 7 ივნისს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118597