ფეხბურთი

1:48 | 5.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრები ევრო 2020-ის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის მზადებას აგრძელებს

საქართველოს ნაკრები ევრო 2020-ის შესარჩევი ეტაპისთვის მზადებას აგრძელებს. როგორც სფფ-ის პრესსამსახური იტყობინება, შეკრების მეოთხე დღეს გუნდმა 25 ფეხბურთელით ივარჯიშა.

მათ შორის, გიორგი ნავალოვსკი, სოლომონ კვირკველია, გიორგი პაპუნაშვილი და ლევან მჭედლიძე ინდივიდუალურად ემზადებიან.

„ჯვაროსნებს“ 5 ივნისიდან შეუერთდება ესპანური „ლუგოს“ ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია, რომელიც თბილისში 4 ივნისის საღამოს ჩამიფრინდა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები 7 ივნისს გიბრალტარს თბილისში დაუხვდება, ხოლო სამი დღის შემდეგ კოპენჰაგენში დანიას ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119757