კალათბურთი

18:45 | 4.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქართველ კალთბურთელთა მარცხი ამერიკელებთან

3×3 კალათბურთში 18-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მორიგი მეტოქე ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრები გახლდათ. ტურნირის უპირობო ფავორიტმა ამერიკელებმა ქართველებს 21:9 მოუგეს. ამერიკელების ნაკრები ყველა სათამაშო რგოლში უმაღლესი დონის კალათბურთელებით არის დაკომპლექტებული და შესაბამისად, გამარჯვების მოპოვებაც არ გასჭირვებიათ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის სადებიუტო მატჩში ბელარუსი 21:16 დაამარცხა, რის შემდეგაც ამერიკის ნაკრებს შეხვდა და პირველი დღის ბალანსი თითო მოგება-წაგებით დააფიქსირა. 5 ივნისს ჩვენი ნაკრები დაისვენებს და 6-ში ჯგუფის დარჩენილ 2 მატჩს გამართავს მონღოლეთისა და ლატვიის ნაკრებებთან.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატი მონღოლეთის დედაქალაქ ულან-ბატორში მიმდინარეობს და მონაწილე 20 ნაკრები 4 ჯგუფშია გადანაწილებული. თითო ჯგუფიდან პლეი ოფში 2-2 საუკეთესო გადის. წარმოგიდგენთ დღეს გამართული ჩვენი ნაკრების ჯგუფის ყველა თამაშის შედეგს:

საქართველო – ბელარუსი 21:16
აშშ – საქართველო 21:9
ბელარუსი – მონღოლეთი 15:21
მონღოლეთი – ლატვია 20:16

საქართველოს ნაკრები ჯგუფის დარჩენილ 2 მატჩს 6 ივნისს გამართავს:
მონღოლეთი – საქართველი 14:30 საათი
საქართველო – ლატვია 16:10 საათი

მატჩის პირდაპირი ტრანსლაციის ლინკი ➡ https://www.youtube.com/watch?v=WqUSF1qAE4M

www.gbf.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.132686