ფეხბურთი

17:30 | 4.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

"სევილია" ლოპეტეგის ჩააბარეს

ესპანურ „სევილიას“ ხულენ ლოპეტეგი გაწვრთნის. ამის შესახებ ანდალუზიური გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება და მხარეებს შორის კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე გაფორმდა.

ლოპეტეგის „სევილიას“ მთავარი მწვრთნელის რანგში მედიის წინაშე ოთხშაბათს წარადგენენ.

ესპანელ სპეციალისტს აქამდე ესპანეთის ასაკობრივ ნაკრებებში, „პორტუში“, ესპანეთის ნაკრებსა და მადრიდის „რეალში“ უმუშავია.

სტატისტიკა
0.244717