ფეხბურთი

9:05 | 4.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბეკენბაუერი: „კლოპი მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელია“

„ბაიერნის“ ყოფილმა პრეზიდენტმა, ფრანც ბეკენბაუერმა, „ლივერპულის“ მწვრთნელის, იურგენ კლოპის მუშაობის შესახებ ესაუბრა ჟურნალისტებს და მას მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი უწოდა.

„კლოპს შეუძლია სწრაფად გადააწყოს თამაში. რაც დორტმუნდის „ბორუსიაში“დაიწყო, „ლივერპულში“ გააუმჯობესა. ახლა კლოპი გერმანული ფეხბურთის სახეა. ძალიან მინდა მისი „ბაიერნში“ ხილვა. ის იდეალური ვარიანტი იქნებოდა მიუნხენური კლუბისთვის. კლოპი მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელია.“- უთხრა „კაიზერ ფრანცმა“ Bild-ს.

გასულ შაბათს, კლოპის ხელმძღვანელობით, „ლივერპულმა“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ტოტენჰემს“ 2:0 მოუგო და სანუკვარ თასს დაეუფლა. „ლივერპულამდე“ კლოპი ოთხი წლის განმავლობაში დორტმუნდის „ბორუსიას“ წვრთნიდა.

0.117405