ფეხბურთი

3:34 | 4.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

მსოფლიოს ჩემპიონატი U20: ერთი მეოთხედფინალური წყვილი ცნობილია, სამი ნაკრები მეტოქეს ელოდება

პოლონეთში მიმდინარე 20 წლამდე მსოფლიოს ჩემპიონატზე უკვე 5 მეოთხედფინალისტის ვინაობა გახდა ცნობილი. კოლუმბიასა და იტალიას, უკრაინა, სენეგალი და ეკვადორი შეუერთდნენ.

უკრაინის 20 წლამდე ნაკრებმა პანამას როგორც მოსალოდნელი იყო ძალიან ადვილად, 4:1 მოუგო. მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გაირკვა, როდესაც უკრაინელებმა მეტოქეს სამი უპასუხო გოლი გაუტანეს. ცნობისთვის, 63-ე წუთამდე ითამაშა გიორგი წიტაიშვილმა, რომელიც უკრაინის მოქალაქეა.

სახმრეთ ამერიკულ დერბიში ეკვადორმა ურუგვაის აჯობა და ასპარეზობას აგრძელებს. არადა, „სელესტე“ მალევე დაწინაურდა, მაგრამ შემდეგ ეკვადორმა გაცილებით მაღალ დონეზე ითამაშა და 3:1 მოიგო.

დღის ბოლო შეხვედრაში კი აფრიკული დაპირისპირება შედგა. სენეგალის ნაკრები ნიგერიას დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში გამოვიდა გამარჯვებული. სენეგალელები სანიას და ნიანეს გოლებით პირველივე ტაიმში კომფორტული უპირატესობით დაწინაურდნენ. მართალია, ნიგერიამ ერთი გოლი მეორე ტაიმის დასაწყისშივე გაქვითა, მაგრამ ეს მაქსიმუმი გამოდგა და მეოთხედფინალის საგზური სენეგალს დარჩა.

მერვედფინალური ეტაპი 4 ივნისს დასრულდება, საფრანგეთი აშშ-ს, იაპონია სამხრეთ კორეას, ხოლო არგენტინა მალის დაუპირისპიდება.

მეოთხედფინალურ ეტაპზე კი ერთი წყვლი უკვე ცნობილია: კოლუმბია - უკრაინა. იტალია არგენტინა - მალის, ეკვადორსისაფრანგეთი - აშშ-ს, სენეგალი კი იაპონია - სამხრეთ კორეას წყვილში გამარჯვებულს ელოდება.

უკრაინა - პანამა 4:1 (3:0)

გოლები: 1:0 სიკანი (23), 2:0 პოპოვი (41), 3:0 სიკანი (45), 3:1 უოლკერი (50), 4:1 ბულეცა (83)

ურუგვაი - ეკვადორი 1:3 (1:1)

გოლები: 1:0 არაუხო (11), 1:1 ალვარადო (31, პენ), 1:2 კინტერო (75), 1:3 პლატა (83, პენ)

სენეგალი - ნიგერია 2:1 (2:0)

გოლები: 1:0 სანია (36), 2:0 ნიანე (45), 2:1 ოკონი (50)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113166