ფეხბურთი

0:25 | 4.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჭადრაკის დაფის სტილში: "ბარსელონამ" ახალი სეზონისთვის მაისური წარადგინა (+VIDEO)

კატალონიის „ბარსელონამ“ 2019-2020 წლების სეზონისთვის საშინაო და საგარეო მაისურები ოფიციალურად წარმოადგინა. პრეზენტაცია კატალონური გრანდის სოციალურ ქსელში მოხდა, სადაც სპეციალური ვიდეოც გამოქვეყნდა.

საშინაო მაისური კატალონური გრანდისთვის დამახასიათებელ, ტრადიციულ ლურჯ-წითელ ფერებშია, თუმცა დიზიანი მაინც განსხვავებულია - „ბარსას“ ახალი მაისურები ჭადრაკის დაფის განლაგებით გამოირჩევა.

სხვათა შორის, „ბლაუგრანას“ მაისურების ახალი დიზაინი ძალიან ჰგავს ხორვატიის ნაკრების ფორმას, რის გამოც მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონის ტვიტერის გვერდზე ხუმრობაც განთავსდა:

„ბარსელონა“ შესანიშნავი მცდელობაა, მაგრამ თეთრ-წითელი ჭადრაკის ძლევას ვერ მოახერხებ“, - წერია ხორვატიის ნაკრების ტვიტერის გვერდზე.

თეგებიბარსელონა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114577