ფეხბურთი

17:50 | 3.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

კლოპს ახალი კონტრაქტი გაუმზადეს

ჩემპიონთა ლიგაზე ტრიუმფის შემდეგ „ლივერპულის“ ხელმძღვანელობა მზადაა იურგენ კლოპის ახალი კონტრაქტი გაუმჯობესებული პირობებით გაუფორმოს.

Daily Mail-ის ინფორმაციით, „წითლები“ მზად არიან გერმანელ სპეციალისტს გასამრჯელო 10 მილიონ გირვანქა სტერლინგამდე გაუზარდონ. საინტერესოა, ამჟამად კლოპი სეზონში მხოლოდ 7 მილიონ გირვანქა სტერლინგს გამოიმუშავებს.

შეგახსენებთ, იურგენ კლოპმა „ლივერპული“ 2015 წელს ჩაიბარა და 4 წლის თავზე გუნდს ისტორიაში მეექვსე ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა.

სტატისტიკა
0.229987