სხვა

14:43 | 3.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

მალაყმაძის ბრინჯაო მსოფლიო ჩემპიონატზე

ფიჯის დედაქალაქ სუვაში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ძალოსნობაში საქართველოს ნაკრებმა პირველი მედალი მოიპოვა. კვარცხლბეკზე ასვლა არჩილ მალაყმაძემ მოახერხა, რომელმაც მცირე ბრინჯაო 73 კგ-მდე წონით კატეგორიაში დაისაკუთრა.

მალაყმაძემ ატაცში 136 და 142 კილოგრამიანი შტანგა დასძლია და მართალია, 145 კგ-ს ვერ გაუმკლავდა, საქართველოს რეკორდი 2 კილოგრამით გააუმჯობესა და აღნიშნულ მოძრაობაში მე-3 ადგილი დაისაკუთრა.

ქართველმა ძალოსანმა აკვრაში 163 და 168 კგ. დასძლია (მე-3 ცდაზე 170 კგ. ვერ ასწია) და ამ მოძრაობაში მე-9 შედეგი დააფიქსირა, ჯამში კი, მსოფლიო პირველობაზე მე-5 პოზიცია დაიკავა.
აღსანიშნავია, რომ არჩილი მე-3 ადგილზე გასულ თურქმენ მაკსად მერედოვს მხოლოდ 2 კგ-ით ჩამორჩა, ოქროსა და ვერცხლი მედლები კი, შესაბამისად, ამერიკელმა კლარენს კამინგსმა (337 კგ.) და მოლდოველმა მარინ რობუ (320 კგ.) დაისაკუთრეს.

ვთქვათ ისიც, რომ მალაყმაძე ფიჯიზე ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელის მალხაზ ლომთაძისა და ჭაბუკთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის ზურაბ ანთაურის ხელმძღვანელობით იმყოფება, რომელიც ბოლო წლებში არჩილს ავარჯიშებს.
მომავალ დღეებში სუვაში მიმდინარე შეჯიბრზე ძალებს ლომია თებიძე (81 კგ.) ირაკლი ჩხეიძე (102 კგ.) და თორნიკე ტაბატაძეც (+109 კგ.) სცდიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.106502