ფეხბურთი

1:25 | 3.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

"რეალის" გეგმა: პოგბასთვის სამი ფეხბურთელი "ოლდ ტრაფორდის" მიმართულებით

მადრიდის „რეალს“ პოლ პოგბას გადაბირება უნდა, „მანჩესტერ იუნაიტედს“ – 150 მილიონი ევრო. თუმცა, „სამეფო კლუბს“ ეს თანხა ეძვირება და ამიტომაც სხვა გზის ძებნა დაიწყო.

Times-ის ინფორმაციით, ფლორენტინო პერესი მზადაა „მანჩესტერს“ ფრანგი ნახევარმცველის სანაცვლოდ სამი ფეხბურთელი დაუთმოს: გარეთ ბეილი, კეილორ ნავასი და ხამეს როდრიგესი, რომელსაც „ბაიერნში“ იჯარა უმთავრდება და მადრიდში დაბრუნება მოუწევს, დიდი ალბათობით, დროებით.

თუ ხსენებული გეგმაც ჩავარდა, „სამეფო კლუბში“ სათადარიგო ვარიანტიც აქვთ - კრისტიან ერიკსენი ან მირალემ პიანიჩი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112023