კალათბურთი

23:33 | 2.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბითაძის 12 ქულა, 8 მოხსნა და 6 პასი “ცრვენა ზვეზდასთან”

გოგა ბითაძის “მეგა ბემაქსმა” სერბეთის ჩემპიონატის პირველ ნახევარფინალურ მატჩში ბელგრადის “ცრვენა ზვეზდას” ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია და 72:83 დამარცხდა. ყველაფერი დასკვნით მეოთხედში გადაწყდა, რომელიც სტუმრებმა 15:25 დათმეს.

19 წლის ქართველი ცენტრი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 25:32 წუთში 12 ქულა, 8 მოხსნა (3 შეტევაში), 6 პასი და 3 დაფარება მიითვალა.
ბითაძემ 8-დან 4 ორქულიანი, 6-დან 1 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 5 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ.
“მეგა ბემაქსს” წარმატების შანსი ნამდვილად ჰქონდა, თუმცა, 28-დან მხოლოდ 16 საჯარიმო ჩააგდო და ეს, ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდა.
გოგას გუნდი სიტუაციის გამოსწორებას 4 ივნისს ეცდება, როდესაც “ცრვენა ზვეზდას” შინ მიიღებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113662