კალათბურთი

23:10 | 2.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინის “უნიკახას” გადამწყვეტი მატჩი ელის

გიორგი შერმადინის “უნიკახამ” ესპანეთის ჩემპიონატის მეოთხედფინალურ სერიაში “ვალენსიასთან” საგარეო გამარჯვების მერე, შინ, 69:76 წააგო და ახლა, გადამწყვეტი თამაშის ჩატარება ისევ სტუმრად მოუწევს.

ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე მხოლოდ 11:21 წუთი გაატარა და 2 ქულა და 2 მოხსნა მიითვალა. შერმადინმა 3-დან 1 ორქულიანი გამოიყენა, ბურთი ერთხელ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთხელ დაჯარიმდნენ.
მალაგელები მე-3 მატჩს 4 ივნისს გამართავენ.
პლეი-ოფს უკვე გამოეთიშა თად მაკფადენის “ხუვენტუტი”, რომელმაც “ბარსელონასთან” მე-2 შეხვედრაც უიმედოდ წააგო – 86:107.
საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა ამერიკელმა კალათბურთელმა 12:40 წუთი ითამაშა, 2 სამქულიანი ააცილა და შეხვედრა 1 პასით, 1 დაკარგვითა და 3 პერსონალური ფოლით დაასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120075