სხვა

23:48 | 2.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

თბილისის ჩემპიონატი ახალგაზრდა ძალოსანთა შორის

გლდანის ოლიმპიური რეზერვების ცენტრში ძალოსნობაში 15 წლამდელთა თბილისის პირველობა გაიმართა, რომელშიც სარეკორდო რაოდენობის, 60-მდე მონაწილე გამოდიოდა.

ასპარეზობა საკმაოდ დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. 49 კგ. წონით კატეგორიაში საქართველოს ახალი რეკორდიც დაფიქსირდა. არჩილ ოქროპირიძემ ატაცსა და ორჭიდში საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა. ძალოსანმა ატაცში 2 კილოგრამით, ხოლო ორჭიდის ჯამში 9 კილოგრამით გადააჭარბა საკუთარ ზღვარს.
გაგაცნობთ შედეგებს წონითი კატეგორიების მიხედვით:

41 კგ.
რეზი მილდიანი - 42.48.90
გიორგი მგალობლიშვილი - 38.44.82
გიორგი ბუჩუკური - 29.40.69

45 კგ.
ნიკა რეხვიაშვილი - 39.51.90
პაატა სილაგაძე - 30. 40.70
გიორგი ქობალია - 22. 31. 53

49 კგ.
არჩილ ოქროპირიძე - 60. 83. 143
ნიკა ფრუიძე - 37. 53. 91
რეზო მარტყოფლიშვილი - 15. 21. 36

55 კგ.
ლევან ოჩიგავა - 60. 74. 134
აკაკი ბიწკინაშვილი - 58. 70. 128
კახი ხვთისიაშვილი - 31. 40. 71

61 კგ.
ლუკა კეკელიძე - 35. 54. 89
რომან ბზიკაძე - 38. 50. 88
ნიკა კალმახელიძე - 35. 47. 82

67 კგ.
ლუკა გიორგაშვილი - 63. 74. 137
საბა ადამია - 50. 61. 111
ვაჟა მარტყოფლიშვილი - 46. 55. 101

73 კგ.
ალექსანდრე სამუშია - 50. 63. 113
გიორგი მინაძე - 48. 60. 108
ლუკა ქურციკიძე - 36. 50. 86

81 კგ.
მათე ადამია - 73. 90. 163
მიხეილ აკულინინი - 60. 70. 130
იორგი თასაღაშვილი - 32. 40. 72

89 კგ.
ნიკა ოვეტისიანი - 43. 53. 96
საბა ღიბრაძე - 37. 50. 87
ნიკა ქავთარაძე - 78. (ორჭიდი)

+89 კგ.
გივი დარსაველიძე - 66. 85. 141
დავით ლირსმანაშვილი - 43. 55. 98
ზურა თუთისანი - 30. 43. 73

გოგონები
ლიკა ოქროპირიძე - 28.31.59
ელენე-მარია ბერაძე - 36.55.88

ძალოსანთა თბილისის პირველობის მეორე დღეს შეჯიბრი 17 წლამდელთა შორის გაიმართა, რომელშიც გამარჯვებულები სინკლერის სპეციალური ცხრილის მიხედვით გამოვლინდნენ.
პირველობა არავის დაუთმო საბა ასანიძემ, რომელმაც 116. 143. 259 კგ. დაძლია და 326.99 ქულით სინკლერის სიის სათავეში მოექცა.
314.11 ქულით მეორე ადგილი დაისაკუთრა მიხეილ ადამიამ - 132. 168. 300 კგ.
311.12 ქულით მესამე საფეხური დაიკავა ლუკა ოჩიგავამ - 117. 135. 252 კგ.
298.82 ქულით მეოთხე ადგილი ერგო საბა ანთაურს - 117. 147. 264 კგ.
271.42 ქულით მეხუთე ადგილის მფლობელი ნიკა თურმანიძე გახდა - 100. 126. 226 კგ.
264.22 ქულით მეექვსე ადგილი ერგო ბაჩო ბეკურაულს - 85. 110. 195 კგ. საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრესსამსახური

თეგებიძალოსნობა
0.112904