კალათბურთი

19:17 | 2.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

შენგელიას “ბასკონიამ” სეზონი დაასრულა

თორნიკე შენგელიას “ბასკონიამ” “სარაგოსასთან” მე-2 მეოთხედფინალური მატჩიც წააგო და ესპანეთის ჩემპიონატის ნახევარფინალს მიღმა დარჩა.

შეგახსენებთ, რომ ფავორიტად შერაცხულმა ბასკებმა საშინაო შეხვედრა 81:91 დათმეს, დღეს კი, სტუმრადაც მარცხი განიცადეს – 69:76.
ქართველი კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 25:49 წუთში 12 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი და 4 ჩაჭრა მიითვალა.
თოკომ 5-დან 2 ორქულიანი, 3-დან 2 სამქულიანი და 5-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 4-ჯერ დაკარგა, 5 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 7-ჯერ დაჯარიმდნენ.
შედეგად, შენგელიას სარგებლიანობის კოეფიციენტი 14-ს გაუტოლდა და ის სტუმართა რიგებში მხოლოდ ურუგვაელ ჯეისონ გრეინჯერს (16) ჩამორჩა, რომელმაც 14 ქულა, 5 მოხსნა და 4 პასი მოაგროვა.
“ბასკონიამ” სეზონი დაასრულა, “სარაგოსა” კი ნახევარფინალში “ბარსელონასა” და “ხუვენტუტს” შორის უმჯობესს ეთამაშება. თად მაკფადენის გუნდს კატალონიელებთან პირველი მატჩი წაგებული აქვს და თუკი დღეს შინ არ იყოჩაღა, პლეი-ოფს დაემშვიდობება.
მე-2 მეოთხედფინალურ შეხვედრას ამ წუთებში ატარებს გიორგი შერმადინის “უნიკახა”, რომელმაც “ვალენსიას” გასვლით თამაშში 85:78 აჯობა, ამჯერად კი, შინაურ კედლებში ირჯება. ამ წყვილში უმჯობესს ნახევარფინალში, დიდი ალბათობით მადრიდის “რეალი” ელის.

0.148792