ფეხბურთი

19:43 | 2.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ვან დეიკი: "ოქროს ბურთი? მესი იმსახურებს"

ინგლისური „ლივერპულის“ მცველმა ვირჯილ ვან დეიკმა 2018-2019 წლების სეზონი დიდებულად ჩაატარა. ბევრი მიიჩნევს, რომ 2019 წელს „ოქროს ბურთის“ მოგებას სწორედ 27 წლის ჰოლანდიელი იმსახურებს.

თუმცა, თავად ვირჯილის აზრით, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ლიონელ მესია:

„ვფიქრობ, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი მესია, შესაბამისად, მგონია, რომ „ოქროს ბურთს“ ის იმსახურებს.

კლოპი? ფანტასტიკური მწვრთნელია, ძალიან ამაყი ვარ, რომ მასთან და ამ გუნდში ვთამაშობ. მიზანი? მშიერი უნდა დავრჩეთ, ჩემპიონთა ლიგის მოგება „ლივერპულის“ მიზანი ყოველწელსაა, ამისთვის საჭიროა თავდამბლობა შევინარჩუნოთ და მძიმე მუშაობა გავაგრძელოთ“, - თქვა ვან დეიკმა.

აქვე გეტყვით, რომ ვან დეიკი „ლივერპულში“ ჩატარებულ ბოლო 64 თამაშში ვერავინ მოატყუა.

Loading...
სტატისტიკა
0.26334