ფეხბურთი

17:44 | 2.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

კანისარესი რეიესის ტრაგედიაზე: "ის არ იმსახურებს გმირის პატივს"

ესპანეთის ნაკრებისა და „ვალენსიას“ ყოფილი მეკარე სანტიაგო კანისარესი თანამემამულის, ხოსე ანტონიო რეისის გარდაცვალებას გამოეხმაურა. ვეტერანმა მეკარემ ტვიტერში დაწერა, რომ რეიესს გმირის პატივი არ დაუმსახურებია და მასთან ერთად სხვა გარდაცვლილებიც არიან.

„მანქანის სისწრაფე საზიანო დამოკიდებულებაა. ამ ავარიას მძღოლის გარდა სხვა მსხვერპლიც ჰყავს (რეიესის ორი ბიძაშვილი - ავტ). რეიესს არ დაუმსახურებია გმირის პატივი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ ვწუხვარ იმის გამო, რაც მოხდა და არ ვლოცულობ მათი სულებისთვის“, - დაწერა კანისარესმა.

შეგახსენებთ, რომ ხოსე ანტონიო რეიესი გუშინ სევილია-უტრერას ავტომაგისტრალზე ავარიის შედეგად გარდაიცვალა. მანქანა გზიდან გადავიდა და დაიწვა, ხოლო მასთან ერთად მისი ორი ბიძაშვილიც იმყოფებოდა.

Loading...
სტატისტიკა
0.248905