ფეხბურთი

12:46 | 2.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

მესიმ რონალდუს სერია შეწყვიტა

2011/12 წლების სეზონის შემდეგ ლიონელ მესი ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირი გახდა. არგენტინის ეროვნული ნაკრების და კატალონიის "ბარსელონას" შემტევმა ევროპის უპირველეს საკლუბო ტურნირის აწ უკვე გასულ სეზონში 12 გოლი გაიტანა და მეორეადგილოსანი რობერტ ლევანდვსკი ("ბაიერნი") ოთხი გოლით ჩამოიტოვა.

ბოლოს მესი ერთპიროვნულად ბომბარდირი 2011/12 წლების სეზონში გახდა, როდესაც 14 გოლი გაიტანა. 2014/15 წლების სეზონში კი სამხრეთამერიკელმა პირველი ადგილი ნეიმართან და კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად გაინაწილა. პორტუგალიის ეროვნული გუნდის თავდამსხმელი კი ბოლო სამი სეზონის ბომბარდირია და საერთოდ 2006/07 წლების სეზონის შემდეგ, მესი და რონალდუ იკავებენ პირველ ადგილს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115617