ფეხბურთი

2:31 | 2.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

იურგენ კლოპი: "ეს ფანტასტიკური სეზონის გვირგვინი იყო"

იურგენ კლოპის წარუმატებელი სერია დასრულდა - გერმანელმა ფინალის მოგება მოახერხა. „ლივერპულის“ თავკაცი „ტოტენჰემთან“ (2:0) გამარჯვების შემდეგ ბედნიერი იყო და მოპოვებული წარმატება საკუთარ ოჯახს მიუძღვნა.

წარმოუდგენელი ბრძოლა იყო, ფანტასტიკური საღამო. ალბათ, ეს არ ყოფილა მსოფლიოში ყველაზე ლამაზი თამაში, მაგრამ ჩვენ უბრალოდ უნდა მოგვეგო და ბიჭებმა ეს გააკეთეს. ეს სამართლიანია, ფანტასტიკური და ძალიან ინტენსიური სეზონის გვირგვინია.

ამ გამარჯვებას ჩემს ოჯახს ვუძღვნი, რომლებიც ტრიბუნაზე იყვნენ. ბევრი რამ გადავიტანე, ამიტომ ეს გამარჯვება მათია და ასევე იმ ადამიანების, რომლებიც ამ გუნდის ნაწილი არიან“, - აღნიშნა კლოპმა.

შეგახსენებთ, იურგენ კლოპს აქამდე ზედიზედ 6 ფინალი ჰქონდა წაგებული. მათ შორის ორჯერ ჩემპიონთა ლიგაზე. გერმანელი „ლივერპულის“ ისტორიაში მეოთხე მწვრთნელი გახდა ბობ პეისლის, ჯო ფაგანისა და რაფა ბენიტესის შემდეგ, რომელმაც მერსისაიდელებს ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა.

0.110926