ფეხბურთი

2:20 | 2.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

წარმოუდგენელი შედეგი: ვან დეიკს 64 თამაშია ვერავინ ატყუებს!

ინგლისურმა „ლივერპულმა“ 2018-2019 წლების სეზონი ტრიუმფით დაასრულა და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა. ამაში ძალზე დიდი წვლილი მიუძღვის ვირჯილ ვან დეიკს.

დიახ, ნამდვილად არ ვაჭარბებთ, მეტიც, „წითლების“ წარმატების მთავარი შემოქმედი ალბათ სწორედ ჰოლანდიელი მცველია, რომელმაც მანამდე არასტაბილური დაცვა ლამის გაუვალ წერტილად აქცია.

Opta-ს ინფორმაციით, 27 წლის ფეხბურთელი „ლივერპულში“ ჩატარებული უკანასკნელი 64 თამაშის განმავლობაში (ყველა ტურნირის ჩათვლით) ვერავინ მოატყუა! ეს თითქოს დაუჯერებელია, მაგრამ ვან დეიკისთვის სულაც არა - ის უბრალოდ ფანტასტიკურ ფორმაშია.

შეგახსენებთ, ვირჯილ ვან დეიკი „ლივერპულმა“ 2018 წლის იანვარში „საუთჰემპტონიდან“ 80 მილიონ ევროდ შეიძინა.

Loading...
სტატისტიკა
0.22576