სხვა

1:00 | 2.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოლიმპიური ცეცხლი ფუკუშიმას ატომურ ელექტროსადგურს ეწვევა

ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტის ფარგლებში ტოკიო-2020-ის ეს სიმბოლო ფუკუშიმას პრეფექტურის დახურულ ზონებს ეწვევა, ასევე მოინახულებს 2011 წელს ცუნამის და მიწისძვრის შედეგად დანგრეული ატომური ელექტრო სადგურის ენერგო ბლოკს ოკუმაში.

იაპონიის პრემიერ-მინისტრს სინძო აბეს და ქვეყნის ხელისუფლებას ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების გამოყენებით სურთ 2011 წლის რადიაციული კატასტროფისგან დაზარალებული რეგიონების აღდგენის პროგრესის წარმოჩენა, რამაც თავის მხრივ ადგილობრივ მოსახლეობას რეგიონში დაბრუნებისკენ უნდა უბიძგოს.

აპრილში იაპონიის მთავრობამ ქალაქ ოკუმას ზოგიერთ რაიონში სავალდებულო ევაკუაციის აკრძალვა ნაწილობრივ მოხსნა, თუმცა მის ძირითად ნაწილში დღემდე იგრძნობა რადიაქტიური დაბინძურების კვალი.

ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტა, რომელიც 121 დღეს უნდა გაგრძელდეს, 2020 წლის 26 მარტს აიღებს სტარტს. მისი ერთ-ერთი მთავარი დანიშნულების ადგილი გახდება ივატეს პრეფექტურაში 27,7 მეტრ სიმაღლის „საოცარი ფიჭვის ხე", რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს 70 ათასიდან ერთადერთ ხეს, რომელმაც 2011 წელს გამანადგურებელ ცუნამის გაუძლო. მართალია, რამდენიმე წლის შემდეგ ფიჭვის ხე გახმა, მაგრამ ის ხელოვნურად აღადგინეს და გახდა მთელი რეგიონის იმედის მთავარი სიმბოლო.

www.geonoc.org.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115898