ფეხბურთი

0:10 | 2.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიო: "მინდა მეხუთე ქვეყნის ჩემპიონი გავხდე ან მესამე გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგა მოვიგო"

ჟოზე მოურინიო სამწვრთნელო ასპარეზზე დაბრუნებას ლამობს. როგორც პორტუგალიელმა განაცხადა, პაუზის შემდეგ მოვიდა დრო თავისი ცხოვრების მნიშვნელოვან საქმიანობას დაუბრუნდეს.

მოურინიოს განცხადებით, კარგი იქნება ახალი ქვეყნის ჩემპიონის ტიტული მოპოვება:

„ამ პერიოდით ვისარგებლე და მომავალი დავგეგმე. მინდა განსხვავებული სამუშაო ჩემთვის და ჩემი სტაფისთვის. კარგი იქნება ახალი ჩემპიონატის მოგება მას შემდეგ, რაც 4 ქვეყანაში უკვე მოვიპოვე ჩემპიონობა (პორტუგალია, ინგლისი, იტალია და ესპანეთი - ავტ) ან ჩემპიონთა ლიგის მოგება მესამე გუნდთან ერთად. წავალ იქ, სადაც წარმომიდგენენ პროექტს, რომელიც გამარჯვებაზე იქნება გათვლილი ან იქ, სადაც არ იქნება ასეთი პირობები, მაგრამ მეტყვიან, რომ ეს ერთად უნდა შევქმნათ.

ახლა 5 თვის შემდეგ მინდა, დავუბრუნდე ჩემს სამუშაოს, რადგან მწვრთნელობა ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია“, - თქვა მოურინიომ.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელი სპეციალისტი ბოლო „მანჩესტერ იუნაიტედში“ მუშაობდა, საიდანაც გასული წლის დეკემბერში დაითხოვეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.104634