ფეხბურთი

13:40 | 1.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

"გურნიკის" დირექტორი: "გვილია პოლონეთში ზამთრის საუკეთესო ტრანსფერი იყო, ჩვენი თამაში სასიამოვნო სანახავი გახადა"

პოლონურ „გურნიკში“ ვაკო გვილიას შენარჩუნება სურთ. როგორც ადგილობრივ მედიას სპორტულმა დირექტორმა არტურ პლატეკმა განუცხადა, გვილია პოლონეთის ჩემპიონატის ზამთრის საუკეთესო ტრანსფერი იყო.

პლატეკი აღნიშნავს, რომ თუ გვილია სხვა ლიგაში გადასვლას არ მოინდომებს, მომდევნო სეზონს ისევ „გურნიკში“ გაატარებს.

„გვილია პოლონეთის ჩემპიონატის საუკეთესო ტრანსფერი იყო იანვარში. მისი თამაში სასიამოვნო საყურებელია, ქმნიდა საინტერესო მომენტებს, დავალებას ზუსტად ასრულებდა.

ჩვენ შვეიცარიულ „ლუცერნთან“ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, სხვა პოლონური გუნდებიც არიან დაინტერესებულნი. თუმცა, თუ გვილია კარიერის სხვა ლიგაში გაგრძელებას არ გადაწყვეტს, ჩვენთან დარჩება, რადგან სხვა პოლონურ გუნდში არ ითამაშებს. ქართველი ღია, მეგობრული და ერთგული ადამიანია“, - თქვა პლატეკმა.

შეგახსენებთ, ვაკო გვილია „გურნიკს“ იანვარში „ლუცერნიდან“ 6-თვიანი იჯარის წესით შეუერთდა. ჩვენებური პოლოურ გუნდს ჩნებულად მოერგო და გუნდის ერთ-ერთ ლიდერად იქცა.

„გურნიკმა“ ექსტრაკლასაში დარჩენა რომ მოახერხა, ამაში ვაკოს საკმაო წვლილიცაა, რომელმაც 17 თამაშში 1 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი შეასრულა.

0.146484