ფეხბურთი

12:52 | 1.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტის ხამესის "ნაპოლიში" გადაბირება უნდა

მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველი ხამეს როდრიგესი შესაძლოა ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში „ნაპოლიში“ გადავიდეს. იტალიური მედიის ცნობით, ტრანსფერის მხარდამჭერი ნეაპოლელთა თავკაცი კარლო ანჩელოტია.

იტალიელი სპეციალისტი ხამესის შესაძლებლობებს კარგად იცნობს, რადგან მასთან „რეალსა“ და „ბაიერნში“ უმუშავია.

გავრცელებული ცნობით, ანჩელოტი კოლუმბიელის აგენტ ჟორჟე მენდეშს შეხვდა და დეტალებზე ისაუბრეს. აღსანიშნავია, რომ ხამესი „რეალის“ საკუთარებაა, „ბაიერნი“ კი მის გამოსყიდვას არ აპირებს.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ხამეს როდრიგესმა 28 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.107676