ფეხბურთი

11:23 | 1.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ზარანდია პოლონეთში გამოარჩიეს

საქართველოს ნაკრებისა და პოლონური "არკას" ნახევარმცველი ლუკა ზარანდია პოლონეთის ჩემპიონატის 2018-2019 წლების სეზონის საუკეთესო დრიბლიორია.

როგორც ექსტრაკლასას ვებგვერდი იტყობინება, 23 წლის ჩვენებურმა დრიბლინგი 269-ჯერ წამოიწყო და 156 შემთხვევაში ეს წარმატებით გააკეთა, რაც ხსენებულ ჩემპიონატში საუკეთესო მაჩვენებელი გამოდგა.

შეგახსენებთ, ზარანდიამ ექსტრაკლასას აწ დასრულებულ სეზონში 28 თამაში ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111361