ფეხბურთი

0:31 | 1.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

საბა ლობჟანიძის "რანდერსი" დრმაატულ შეხვედრაში დამარცხდა და ევროპა ლიგის მიღმა დარჩა

საბა ლობჟანიძის „რანდერსი“ ევროპა ლიგის მიღმა დარჩა. დანიის სუეპრლიგის ევროპა ლიგის პლეი-ოფის ფინალში ქართველი შემტევის გუნდი „ბრონდბიუს“ დაუპირისპირდა დაგამარჯვების შემთხვევაში ევროსაგზურს მოიპოვებდა, მაგრამ ამის გაკეთება ვერ მოახერხა.

თავიდანვე გეტყვით, რომ საბამ ამ შეხვედრაში შეუცვლელად ითამაშა. „რანდერსისთვის“ კი ყველაფერი იდეალურად მიმდინარეობდა, მაგრამ... 55-ე წუთამდე, ლობჟანიძის გუნდი ორბურთიანი სხვაობით (2:0) იგებდა, თუმცა დარჩენილ დროში იმდენი მოახერხა, რომ ოთხი უპასუხო გოლი გაუშვა და 2:4 დამარცხდა.

აქვე გეტყვით, რომ საბა ლობჟანიძემ დანიის სუპერლიგის 2018-2019 წლების სეზონში 37 თამაში ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114673