ფეხბურთი

22:02 | 31.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ვესტ ჰემმა" ესპანელი მეკარე დაიმატა

"ესპანიოლის" მეკარე რობერტო ხიმენეს გაგო კარიერას "ვესტ ჰემში" გააგრძელებს. როგორც ლონდონური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, 33 წლის ესპანელი ინგლისელებთან 2+1 სისტემის კონტრაქტი გააფორმებს.

რობერტო ახალ გუნდს პირველი ივლისიდან შეუერთდება, როდესაც "ესპანიოლთან" ხელშეკრულების ვადა ამოეწურება. ესპანელს კონკურენციის გაწევა ლუკაშ ფაბიანსკისთვის მოუწევს, რომელმაც აწ უკვე გასულ სეზონში "ჩაქუჩების" მაისურით შვიდ მატჩში გოლი არ გაუშვა.

რობერტო მადრიდის "ატლეტიკოს" აკადემიის აღზრდილია და სხვადასხვა პერიოდში "ხიმნასტიკში", "უელვაში", "ბენფიკაში", "სარაგოსაში", "ოლიმპიაკოსსა" და "მალაგაში" თამაშობდა. გასული სეზონი ხიმენესმა "ესპანიოლში" გაატარა, ლა ლიგაში მატჩი არ ჩაუტარებია, ხოლო ესპანეთის თასზე 6 შეხვედრაში 9 გოლი გაუშვა.

0.111521