ფეხბურთი

21:05 | 31.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

კლოპი: "6 ფინალი მაქვს წაგებული, მაგრამ წარსულს მნიშვნელობა არ აქვს"

ინგლისური „ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ პრესკონფერენცია გამართა. გერმანელი სპეციალისტის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ კარიერაში 6 ფინალი აქვს წაგებული, ხვალინდელ გამარჯვებაში დარწმუნებულია.

„ინტენსიური ფინალი იქნება. ფავორიტი? რთული სათქმელია. ჩვენ მიმდინარე სეზონში „ტოტენჰემი“ ორჯერ დავამარცხეთ 2:1. მინდა გავაკეთოთ იგივე, რაც „ბარსელონასთან“. „ტოტენჰემი“ ძალიან ძლიერი და ხარისხიანი გუნდია. ბევრი რამ დამოკიდებული იქნება კლიმატზეც, ძალიან ცხელა და შესაძლოა ამან გავლენა იქონიოს. პენალტების სერია? ამის შესაძლებლობა არსებობს.

შარშანდელი ფინალიდან ბევრი ვისწავლეთ, ისიც, რომ 18 მეტრიდან „მაკრატელა“ შესაძლოა გოლი იყოს. სხვა ფინალები? განსხვავებული მეტოქეები გვყავდა, განსხვავებული სიტუაცია იყო. შემადგენლობა? ფირმინო კარგადაა, მაგრამ არ ვიცი, გავა თუ არა მოედანზე. გარკვეული კითხვის ნიშნები უნდა დავტოვოთ და ეს კარგია.

წაგებული 6 ფინალი? არ ვფიქრობ, რომ უიღბლო კარიერა მაქვს. შეიძლებოდა უკეთესიც და უარესიც. დიახ, მართალია ორჯერ ჩემპიონთა ლიგის ფინალი წავაგე, მაგრამ 2012 წლიდან მოყოლებული, თუ 2017 წელს არ ჩავთვლით, ჩემი გუნდები ყოველთვის ფინალში გადიოდნენ (კლოპმა ყველა ტურნირი იგულისხმა - რედ) და შესაძლოა ნახევარფინალებში გამარჯვევების რეკორდიც მეკუთვნის. თუმცა, ეს საინტერესო არაა, აქ იმიტომ ვართ, რომ გამარჯვება გვინდა. წარსულში მომხდარი ამბები ჩემს რწმენაზე არ მოქმედებს, რადგან წარსულს მნიშვნელოვან არ აქვს.

ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი? ძალიან მომწონს მოქმედი ფორმატი, ჯგუფური ეტაპი და შემდეგ პლეი-ოფები. მიყვარს ეს ტურნირი და ვნახოთ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, - თქვა კლოპმა.

შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ლივერპული“ „ტოტენჰემს“ დაუპირისპირდება. აღნიშნული შეხვედრა 1-ელ ივნისს, მადრიდში თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116366