ფეხბურთი

20:36 | 31.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ედენ აზარი - "რეალის" ახალი შვიდიანი

ლონდონის „ჩელსის“ ნახევარმცველს ედენ აზარის მადრიდის „რეალში“ გადასვლა გადაწყვეტილია. ბელგიელმა ფეხბურთელმა უკვე დაადასტურა, რომ ინგლისურ გუნდს ტოვებს.

ჯერჯერობით, ლონდონური და მადრიდული გრანდების ამის შესახებ ოფიციალურ ცნობას არ ავრცელებს, მაგრამ ეს მხოლოდ დროის ამბავია. As-ის ინფორმაციით, „სამეფო კლუბი“ ბელგიელ შემტევს 3 ივნისს ოფიციალურად წარადგენს.

მეტიც, გავრცელებული ცნობით, აზარი „რეალის“ 7-ნომრიან მაისურს მოირგებს, რომლითაც მადრიდელთა ღირსებას კრიშტიანუ რონალდუ და იქამდე რაული წარმატებით იცავდნენ. აქვე გეტყვით, რომ "არისტოკრატები" ედენის სანაცვლოდ 130 მილიონ ევროს მიიღებენ.

შეგახსენებთ, აზარმა 2018-2019 წლების სეზონში „ჩელსის“ რიგებში 51 მატჩი ჩაატარა, 19 გოლი გაიტანა და 16 საგოლე პასი მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119023