კალათბურთი

11:15 | 31.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

 „ტორონტო“ სუპერფინალში დაწინაურდა

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის სუპერფინალის პირველი შეხვედრა გაიმართა. „ტორონტომ“ შინ „გოლდენ სტეიტი“ 118:109 დაამარცხა. პირველი პერიოდი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. მეორე მეოთხედის შუა ნაწილიდან კანადელები დაწინაურდნენ და მას შემდეგ „მეომრები“ მდევრის როლში გახლდნენ.

კანადელებმა „ოქროს შტატელებს“ სამქულიანებშიც აჯობეს, 13 „ტორონტომ“ ჩააგდო, „გოლდენ სტეიტმა“ – 12.

მატჩში ყველაზე მეტი 34 ქულა სტეფ კარიმ მიითვალა. სიაკამს 32 ქულა ჰქონდა, კავაის - 23. დრეიმონ გრინმა სამმაგი დუბლი შეასრულა, 10 ქულა, 10 მოხსნა და 10 პასი.

„გოლდენ სტეიტს“ ტრავმის გამო კევინ დურანტი ვერ ეხმარებოდა და ჯერჯერობით უცნობია მომდევნო მატჩებში ითამაშებს თუ არა კევინი.

სერიის მომდევნო შეხვედრა ისევ კანადაში გაიმართება, მატჩში 3 ივნისს თბილისის დროით 04:00 საათზე გაიმართება.

„ტორონტო“ – „გოლდენ სტეიტი“ 118:109 (25:21, 34:28, 29:32, 30:28)

https://www.youtube.com/watch?v=wD8MJ11u-Rc

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115161