ფეხბურთი

9:05 | 31.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჯერარდი: „კლოპმა „ლივერპული“ მსოფლიოს საუკეთესო გუნდებს შორის დააყენა“

„რეინჯერსის“ მთავარმა მწვრთნელმა და „ლივერპულის“ ყოფილმა მთავარვარსკვლავმა, სტივენ ჯერარდმა, ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ, ჟურნალისტებს თავისი აზრი გაუზიარა გუნდის დამრიგებლის, იურგენ კლოპის შესახებ.

„ორი ფინალი ორ წელიწადში, დაუჯერებელი მიღწევაა. კლოპის მისვლამდე გუნდი ლიგის ფინალში 2007 წლის შემდეგ აღარ გასულა. მან „ლივერპული“ მსოფლიოს საუკეთესო გუნდებს შორის დააყენა, ისეთები, როგორიც „რეალი,“ „ბარსელონა“ და სხვები არიან.

და „ბარსასთან“ 4:0...

ძნელია ფინალის პროგნოზის გაკეთება, მაგრამ თუ ორივე გუნდი შესაძლებლობების მაქსიმუმს გამოავლენს, ვფიქრობ, „ლივერპულს“ მცირედი უპირატესობა ექნება.“ - ციტირებს ჯერარდის სიტყვებს კლუბის პრესსამსახური.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალი შაბათს, 1 ივნისს გაიმართება. მადრიდის „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ ერთმანეთს „ლივერპული“ და „ტოტენჰემი“ დაუპირისპირდებიან. მატჩი თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.145315