ფეხბურთი

1:51 | 31.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჩინურმა გუნდმა სამი მეკარით ითამაშა და 0:5 წააგო

ჩინეთის ასოციაციის თასის მეხუთე რაუნდში „გუანჯოუ ევერგრანდმა“ ბეიჯინგ რენე“ 5:0 გაანადგურა და ამ ამბავში გასაკვირი არც არაფერია, რადგან ფაბიო კანავაროს გუნდი ჩინეთის მასშტაბით ერთ-ერთი გამორჩეულია.

თუმცა, ლეგენდარული იტალიელის კოლეგა ალექსანდრ სტანოევიჩმა კი მეტად უცნაური გადაწყვეტილება მიიღო.

საქმე ისაა, რომ „ბეიჯინგ რენემ“ სამი მეკარით ითამაშა! მოუ პუნგფეი 90 წუთი ჩვეულ საქმეს აკეთებდა და კარს იცავდა, მაგრამ მის კოლეგებს, ლი პენგსა და ლი ჩენს განსხვავებულ ამპლუაში მოუწიათ თამაში.

პენგი მოედანზე 43-ე, ხოლო ჩენი 83-ე წუთზე გამოჩნდა - მეკარეები თავდამსხმელის პოზიციაზე გასარჯნენ...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.130186