ფეხბურთი

20:32 | 30.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

უეფამ ევროპა ლიგის 2018/19 წლების სეზონის საუკეთესო შემადგენლობა დაასახელა

უეფას ტექნიკურმა დამკვირვებლებმა ევროპა ლიგის 2018/19 წლების სეზონის დასრულების შემდეგ საუკეთესო 18-კაციანი შემადგენლობა დაასახელეს. ყველაზე მეტი წარმომადგენელი ჩემპიონ ლონდონის "ჩელსის" ჰყავს - ინგლისური კლუბიდან რვა ფეხბურთელი გამოარჩიეს.

უეფას ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, დამკვირვებელთა საუკეთესო შემადგენლობა შემდეგნაირად გამოიყურება:

მეკარეები: კევინ ტრაპი ("აინტრახტი", გერმანია), კეპა არისაბალაგა ("ჩელსი", ინგლისი)

მცველები: ალექს გრიმალდო ("ბენფიკა", პორტუგალია), სეად კოლასინაცი ("არსენალი", ინგლისი), ლორან კოშელნი ("არსენალი", ინგლისი), დავიდ ლუიზი ("ჩელსი", ინგლისი), სესარ ასპილიკუეტა ("ჩელსი", ინგლისი), დანი და კოშტა ("აინტრახტი", გერმანია);

ნახევარმცველები: მაკოტო ჰასებე ("აინტრახტი", გერმანია), ფილიპ კოსტიჩი ("აინტრახტი", გერმანია), ჟორჟინიო ("ჩელსი", ინგლისი), ნგოლო კანტე ("ჩელსი", ინგლისი);

თავდამსხმელები: პიერ-ემერიკ ობამეიანგი ("არსენალი", ინგლისი) ოლივიე ჟირუ ("ჩელსი", ინგლისი), პედრო როდრიგესი ("ჩელსი", ინგლისი), ედენ აზარი ("ჩელსი", ინგლისი), ლუკა იოვიჩი ("აინტრახტი", გერმანია), ჟოაუ ფელიში ("ბენფიკა", პორტუგალია");

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.132058