ფეხბურთი

21:57 | 30.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

Sky Germany: "ბაიერნს" სანეს შეძენის შანსი არ აქვს

მიუნხენის „ბაიერნში“ „მანჩესტერ სიტის“ შემტევის, ლეროი სანეს გადასვლის ალბათობა, ძალიან მცირეა. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე დღის წინ მიუნხენელებმა გერმანელი ფეხბურთელისადმი ინტერესი დაადასტურეს, Sky Germany-ის ცნობით, ამის შანსი არ არსებობს.

როგორც წყარო იტყობინება, სანეს გერმანიის ბუნდესლიგაში დაბრუნების და ამ ეტაპზე სამშობლოში თამაშის სურვილი არ გააჩნია.

სანე ბოლოს გერმანიაში „შალკეს“ ღირსებას იცავდა, რომელიც 2016 წლის ზაფხულში დატოვა და „მანჩესტერ სიტიში“ გადავიდა. თუმცა, გასულ სეზონში „ქალაქელთა“ ძირითად შემადგენლობაში სისტემატურად ვერ ხვდებოდა და განსაკუთრებით, სეზონის დასკვნით ნაწილში.

შეგახსენებთ, რომ ლეროიმ გასულ სეზონში პრემიერლიგაში ჩატარებულ 31 მატჩში 10 გოლი გაიტანა და 11 საგოლე პასი მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112188