ძიუდო

19:40 | 30.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ევროპულ თამაშებზე ჭანტურიასაც ვიხილავთ

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობას, რომელიც ბელარუსის დედაქალაქ მინსკში 22-25 ივნისს დაგეგმილ ევროპულ თამაშებზე იასპარეზებს, მარიამ ჭანტურია შეემატა.

ქართველმა გოგონამ მომავალი ტურნირის ლიცენზია 70 კგ-მდე წონით კატეგორიაში მიიღო. ამგვარად, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპულ თამაშებზე 11 ძიუდოისტით წარდგება:
60 კგ. – ამირან პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი
66 კგ. – ვაჟა მარგველაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი
73 კგ. – ლაშა შავდათუაშვილი
81 კგ. – ლუკა მაისურაძე
90 კგ. – ბექა ღვინიაშვილი
100 კგ. – ვარლამ ლიპარტელიანი
+100 კგ. – გურამ თუშიშვილი
57 კგ. – ეთერ ლიპარტელიანი
70 კგ. – მარიამ ჭანტურია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108009