ფეხბურთი

18:30 | 30.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

გრიზმანის "ბარსელონაში" ტრანსფერი იშლება: "ბლაუგრანასთვის" ფრანგი პრიორიტეტი აღარაა

ანტუან გრიზმანი „ბარსელონასთვის“ პრიორიტეტული აღარ არის. როგორც ესპანური გამოცემა Marca იტყობინება, ხოსეპ ბართომეუ ფრანგი ფორვარდის სანაცვლოდ დიდძალი თანხის გაღებას არ აპირებს.

საქმე ეხება სამ პუნქტს: გრიზმანი ახლა 20 მილიონით უფრო ძვირი ღირს (120 მილიონი ევრო), ვიდრე ერთი წლის წინ, როდესაც თავად ფეხბურთელმა იუარა „ბლაუგრანაში“ გადასვლა. ამასთან, ფრანგი წელიწადში 17 მილიონ ევროს ითხოს ანაზღაურების სახით და კატალონელებისთვის ეს დამაბრკოლებელია და გარდა ამისა, ფეხბურთელების ნაწილის სურვილი, რომელთაც გრიზმანის გუნდში მოსვლა არ უნდათ.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან სიტუაცია ჩიხში შევიდა. მოგეხსენებათ, გრიზმანმა ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დააანონსა, რომ მადრიდის „ატლეტიკოს“ დატოვებს.

ჯერჯეროვით უცნობია სად გააგრძელებს კარიერას 27 წლის შემტევი. აქამდე, მთავარი ფავორიტი სწორედ „ბარსელონა“ იყო.

0.113968