ფეხბურთი

15:37 | 30.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბილეთების გაყიდვა დაიწყო: 7 ივნისი - საქართველო V გიბრალტარი

უეფას 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურის მატჩისთვის, საქართველო - გიბრალტარი, ბილეთების ონლაინ რეჟიმში გაყიდვა დღეს, 30 მაისს დაიწყო.

გულშემატკივარს შეხვედრის ბილეთების შეძენა ინტერნეტის საშუალებით, tkt.ge-ზე შეუძლია. ბილეთის ფასი 5, 10, 15 და 25 ლარია. საქართველო - გიბრალტარის მატჩის ბილეთების ფიზიკური გაყიდვა „დინამო არენას“ სალაროებში, რამდენიმე დღეში დაიწყება.

ბილეთის შესაძენად გადადით - ბმულზე

საქართველოსა და გიბრალტარის ეროვნული გუნდების მატჩი 7 ივნისს, 20:00 საათზე, „დინამო არენაზე“ შედგება. ვლადიმერ ვაისმა გიბრალტარისა და დანიის წინააღმდეგ საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა.

გულშემატკივართა საყურადღებოდ: ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის საშინაო შეხვედრების ყველა ბილეთზე, მითითებულია კონკრეტული შესასვლელი - გთხოვთ, სტადიონზე მოსახვედრად გამოიყენოთ ბილეთზე მითითებული სტადიონის კარი.

www.gff.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11179