ფეხბურთი

2:07 | 30.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

აზარი: "ვფიქრობ, ახალი გამოწვევის დროა"

ლონდონის „ჩელსის“ ნახევარმცველმა ედენ აზარმა ევროპა ლიგის ფინალში „არსენალთან“ გამარჯვების შემდეგ (4:1) კომენტარი გააკეთა. იქამდე გეტყვით, რომ ედენმა ლონდონურ დერბიში დუბლი შეასრულა და საკუთარი გუნდის გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

მერე კი, ბელგიელმა პრაქტიკულად დაადასტურა, რომ მადრიდის „რეალში“ გადადის.

„გადაწყვეტილება ორი კვირის წინ მივიღე, კლუბი ამის შესახებ განცხადებას გააკეთებს. ვფიქრობ, ეს არის დამშვიდობება, ახალი გამოწვევის დროა“, - თქვა აზარმა.

შეგახსენებთ, აზარი „ჩელსის“ ღირსებას 2012 წლიდან იცავს. ესპანურ გრანდში ტრანსფერის ოფიციალურად დადასტურებას კი დამდეგ ორშაბათს ვარაუდობენ.

0.112285