სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

1:54 | 30.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ჩელსიმ" ლონდონი გაალურჯა (+VIDEO)
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

ლონდონის „ჩელსი“ ევროპა ლიგის გამარჯვებულია. ბაქოში, მაურიციო სარის გუნდმა თანაქალაქელი „არსენალი“ დაჯაბნა და ისტორიაში მეორედ სრულიად დამსახურებულად მოიგო რანგით მეორე ევროტურნირი.

აზერბაიჯანის დედაქალაქმა კი ასეთი მასშტაბის ფინალს პირველად უმასპინძლა. ბაქოს ოლიმპიურ სტადიონზე პირველი ტაიმის საკმაოდ მოსაწყენი გამოდგა და საგოლე მომენტები პრაქტიკულად არ შექმნილა. მეორე ნახევარში კი მოედანზე სულ სხვა „ჩელსი“ ვიხილეთ. დიახ, მხოლოდ „ჩელსი“, რომელმაც მეტოქეს საკუთარი თამაში თავზე მოახვია და მეორე ტაიმის განახლებიდან 20 წუთში უკვე გარკვეული იყო ყველაფერი.

ჯერ ოლივიე ჟირუმ ჩვეულ სტილში თავით გადაგზავნა ბურთი მეტოქის კარში. ფრანგმა მე-11 გოლი გაიტანა ევროპა ლიგაზე და ისედაც მოგებული ბომბარდირის ტიტული კიდევ უფრო გაიმყარა. ფრანგი ინგლისური გუნდის პირველი წარმოამდგენელია, რომელმაც ევროსარბიელზე 11 გოლი გაიტანა 2004-2005 წლების სეზონის შემდეგ. მაშინ იგივე „ნიუკასლის“ რიგებში ალან შირერმა გააკეთა. მერე კი, პედრომ გაზარდა სხვაობა. სხვათა შორის,ესპანელი მეხუთე ფეხბურთელი გახდა ალან სიმონსენის, ერნან კრესპოს, დმიტრი ალენიჩევისა და სტივენ ჯერარდის შემდეგ, რომელმაც როგორც ჩემპიონთა ლიგის, ისევ ევროპა ლიგის (უეფას თასის) ფინალში მოახერხა თავის გამოჩენა. 65-ე წუთზე კი, ჟირუმ პენალტი გამოიმუშავა, რომელიც ედენ აზარმა უშეცდომოდ დაარტყა. მართალია, მალევე, ალექს აივობმა ულამაზესი გოლი გაიტანა და ანგარიშის სხვაობა შეამცირა, მაგრამ ეს მხოლოდ და მხოლოდ კონტექსტიდან ამოგლეჯილი, ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე გატანილი გოლი იყო. ედენ აზარმა კი დუბლი გაიფორმა და წერტილი დასვა - 4:1. აზარი ინგლისური გუნდის პირველი ფეხბურთელი გახდა 1991 წლის შემდეგ, რომელმაც დუბლი შეასრულა ევროტურნირის ფინალში. ბოლოს ასეთი რამ „მანჩესტერის“ რიგებში თასების თასზე „ბარსელონასთან“ მარკ ჰიუსმა გააკეთა, როდესაც ორი გოლი გაიტანა.

მაურიციო სარიმ კი კარიერაში პირველი ტიტული მოიგო. გარდა ამისა, იტალიელმა „ჩელსის“ სეზონში 39 თამაში მოაგებინა, რაც საუკეთესო შედეგია 2004-2005 წლების სეზონის შემდეგ, როდესაც ჟოზე მოურინიომ ლონდონელების თავკაცის რანგში სადებიუტო სეზონში 43 თამაში მოიგო.

„ჩელსიმ“ კი ევროპა ლიგაზე წაუგებლად გაიმარჯვა (12 მოგება, 3 ფრე) და გახდა 2008 წლის შემდეგ პირველი გუნდი („მანჩესტერის“ შემდეგ), რომელიც ტრიუმფი დაუმარცხებლად მოახერხა. ამასობაში, ედენ აზარმა დიდი ალბათობით, ბოლოჯერ ითამაშა „ჩელსის“ რიგებში და მომდევნო სეზონიდან უკვე „რეალის“ მაისურით ვიხილავთ. დაახლოებით იგივე ითქმის, მაურიციო სარიზე, რომელიც ჩემოდნებზე ზის და ტურინის „იუვენტუსი“ ელოდება.

„არსენალი“ კი გარდა იმისა, რომ ტიტულის გარეშე დარჩა, ჩემპიონთა ლიგის მომდევნო სეზონის გათამაშებასაც დააკლდება და გაისად, კვლავავ ევროპა ლიგაზე მოუწევს ძალების მოსინჯვა.

ახლა კი, 2018-2019 წლების სეზონის დასრულებამდე ერთადერთი და მთავარი თამაში დარჩა - ჩემპიონთა ლიგის ფინალი მადრიდში, კიდევ ერთი ინგლისური ჯახი: „ლივერპული“ – „ტოტენჰემი“.

„ჩელსი“ – „არსენალი“ 4:1 (0:0) VIDEO

ბაქო, „ოლიმპიური სტადიონი“

„ჩელსი“ (4-3-3): არიზაბალაგა; ასპილიკუეტა, კრისტენსენი, დავიდ ლუიზი, ემერსონი; კანტე, ჟორჟინიო, კოვაჩიჩი (ბარკლი 76); პედრო (ვილიანი 71), ჟირუ, აზარი (ძაპაკოსტა 89)

მწვრთნელი: მაურიციო სარი

„არსენალი“ (3-4-1-2): ჩეხი; სოკრატისი, კოშელნი, მონრეალი (გენდუზი 66); ნაილსი, ტორეირა (აივობი 66), ჯაკა, კოლაშინაცი; იოზილი (ვილოკი 78); ლაკაზეტი, ობამეიანგი

მწვრთნელი: უნაი ემერი

გოლები: 1:0 ჟირუ (49), 2:0 პედრო (60), 3:0 აზარი (65, პენ), 3:1 აივობი (69), 4:1 აზარი (72)

გაფრთხილება: პედრო (56). კრისტენსენი (68)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 9 (8) – 10 (2) ბურთის ფლობა: 49%-51% კუთხურები: 7:5 თამაშგარე: 1:3

მსაჯი: ჯანლუკა როკი (იტალია)

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.228176
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X