ფეხბურთი

23:42 | 29.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

მანე: "რეალი"? დიდ გუნდში უკვე ვთამაშობ"

ინგლისური „ლივერპულის“ თავდამსხმელმა სადიო მანემ მადრიდის „რეალში“ გადასვლა გამორიცხა. სენეგალელი ფეხბურთელის განცხადებით, „სამეფო კლუბი“ დიდებული გუნდია, მაგრამ უკვე თამაშობს მსგავსი კალიბრის გუნდში.

„ისეთი გუნდის ინტერესი, როგორიც მადრიდის „რეალია“, ყოველთვის სასიამოვნოა, მაგრამ მე უკვე ვთამაშობ „წითლებისთვის“ და შესაბამისად, უკვე დიდ გუნდში ვარ“, - თქვა მანემ.

შეგახსენებთ, რომ სადიო მანე „ლივერპულში“ 2016 წელს „საუთჰემპტონიდან“ გადავიდა და დღემდე ჩატარებულ 122 მატჩში 59 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116618