ფეხბურთი

14:40 | 29.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

სალაჰი: „პრემიერლიგაში „ტოტენჰემს“ ვაჯობეთ, მაგრამ ახლა ამას მნიშვნელობა არ აქვს“

„ლივერპულის“ თავდამსხმელმა, მოჰამედ სალაჰმა, ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის წინ თავისი ემოციები გაუზიარა ჟურნალისტებს.

„შარშან ლიგის ფინალი წავაგეთ და ამჯერად რეაბილიტაცია გვჭირდება. ძალიან რთული თამაში გველის. პრემიერლიგაში უკვე შევხვდით „ტოტენჰემს“ და საბოლოოდ ცხრილში მათზე მაღალი ადგილი დავიკავეთ, მაგრამ ახლა ამას მნიშვნელობა არ აქვს. ფინალი - განსხვავებული მატჩია და შევეცდებით, მოვიგოთ.

კლოპი? მატჩის წვრილმანები ჯერ ბოლომდე არ განგვიხილავს. მაგრამ ვიცით რად ღირს ჩვენი მწვრთნელი. ბევრი მუშაობაა საჭირო, თუმცა ცოტა იღბალიც დაგვჭირდება.“ - უთხრა სალაჰმა Sky Sport-ს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116656