ფეხბურთი

11:28 | 29.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

“რეალი“ პოგბაში 150 მილიონს იხდის

მადრიდის „რეალი“ მზადაა „მანჩესტერის“ ფრანგ ნახევარმცველში, პოლ პოგბაში 150 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაიხადოს, აღნიშნულ ინფორმაციას The Sun-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, „სამეფო კლუბს“ ტრანსფერზე მუშაობა დაწყებული აქვს. გავრცელებული ინფორმაციით, პოგბმას მანჩესტერული კლუბის დატოვება სურს. სეზონის ბოლო მატჩის შემდეგ „წითელი ეშმაკების“ გულშემატკვირებმა ნახევარმცველს სიტყვიერი შურაცხყოფა მიაყენეს და მაშინვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოგმა ინგლისურ კლუბს დატოვებდა.

მიმდინარე სეზონში პოლმა ყველა ტურნირზე ერთად 47 შეხვედრა ჩაატარა, სადაც 16 გოლი და 11 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114995