ფეხბურთი

10:52 | 29.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

„ჩელსი“ აზარის 130 მილიონად გაყიდვას დათანხმდა

„ჩელსი“ მზადაა თავისი მთავარვარსკვლავი, ედენ აზარი, მადრიდის „რეალს“ 130 მილიონ ევროდ მიყიდოს. ლონდონური კლუბი კარგა ხანს უარობდა 150 მილიონზე ნაკლებად ბელგიელის გაყიდვას - გვამცნობს The Sun. ახლა კი ფასის დაწევას დათანხმდა.

გამოცემის ინფორმაციით, „სამეფო კლუბმა“ აზარს 4 წლიანი კონტრაქტი შესთავაზა, ჯამაგირად კი კვირაში 400 ათას გირვანქას გადაუხდის. თავად ფეხბურთელს სურს, რომ ხელშეკრულება 4 ივნისამდე გაფორმდეს.

შეგახსენებთ, რომ „ჩელსის,“ არასრულწლოვანთა ტრანსფერების რეგისტრაციისას დაშვებული დარღვევების გამო, 2020 წლის იანვრამდე ახალ ფეხბურთელებთან კონტრაქტების გაფორმება აკრძალული აქვს.

აზარის „არისტოკრატებთან“ შეთანხმებას კი ვადა 2020 წლის 30 ივნისს ეწურება.

0.115586