ფეხბურთი

9:05 | 29.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარი ისევ დაშავდა

„პარი სენ-ჟერმენის“ შემტევმა, ნეიმარმა, ვერ შეძლო ბრაზილიის ნაკრების საწვრთნელ შეკრებაზე ვარჯიშის დამთავრება - გვამცნობს Globo Esporte. შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელებმა კოპა ამერიკისთვის დაიწყეს მზადება.

წყაროს ცნობით, ერთ ეპიზოდში ნეიმარი პარტნიორს შეეჯახა და მარცხენა მუხლში ტკივილი იგრძნო. ექიმებმა მას სახელდახელო დახმარება გაუწიეს და ფეხბურთელი მინდორზე დაბრუნდა, თუმცა რამდენიმე სავარჯიშოს შესრულების შემდეგ, მუხლი ისევ ასტკივდა და მოედანი ექიმების დახმარებით დატოვა. ჯერჯერობით უცნობია, რამდენად სერიოზულია ტრავმა.

წინა დღეს ცნობილი გახდა, რომ კოპა ამერიკაზე ბრაზილიელებს ნეიმარის ნაცვლად დანი ალვეში უკაპიტნებს.

უახლოეს ხანში „პენტაკამპეონებს“ ორი ამხანაგური მატჩი ელით: ყატართან და ჰონდურასთან, შემდეგ კოპა ამერიკაც დაიწყება, რომელიც ბრაზილიაში გაიმართება 14 ივნისიდან 7 ივლისის ჩათვლით. A ჯგუფში ბრაზილიელთა მეტოქეები ბოლივია, ვენესუელა და პერუ იქნებიან.

0.114929