ფეხბურთი

21:11 | 28.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

"მარსელი" ვილაშ-ბოაშმა ჩაიბარა

მარსელის „ოლიმპიკს“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს, ანდრე ვილაშ ბოაში. როგორც ფრანგული გუნდის ვებგვერდი იტყობინება, პორტუგალიელმა სპეციალისტმა 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ვილაშ-ბოაშმა სახელი „პორტუში“ მუშაობით გაითქვა, სხვადასხვა დროს კი „აკადემიკას“, „ტოტენჰემს“, „ზენიტსა“ და „შანხაის“ ავარჯიშებდა.

ბოლოს სწორედ ჩინეთში მუშაობდა, 2017 წლიდან კი „მარსელი“ მისი პირველი გუნდი იქნება. აქვე გეტყვით, რომ ვილაშ-ბოაში რუდი გარსიას შეცვლის, რომელიც წარუმატებელი შედეგების გამო დაითხოვეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123591