ფეხბურთი

17:02 | 28.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

კლოპი: "ჩემი კარიერის საუკეთესო მომენტი "მაინცთან" ასოცირდება"

ინგლისური „ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი იმედიანადაა განწყობილი. გერმანელი ჩემპიონთა ლიგის ფინალში მხოლოდ გამარჯვებაზე ფიქრობს და დარწმუნებულია, რომ მის გუნდს ამის გაკეთება შეუძლია.

საინტერესოა, რომ იურგენი თავისი კარიერის საუკეთესო მომენტად „მაინცში“ მიღწეულ წარმატებას მიიჩნევს.

„არ მომწონს ჩემი გუნდების შედარება, რადგან ყველა მიყვარს. თუმცა, რა თქმა უნდა, ფინალში არ მითამაშია იმაზე უკეთეს გუნდთან ერთად, რომელიც დღეს მყავს. ამ ბიჭებმა ბევრი გააკეთეს, რომ მადრიდში მოვხედრილიყავი. ჩემპიონთა ლიგის ფინალში კიდევ ერთხელ ყოფნა, ეს რაღაც წარმოუდგენელია. ფინალში მესამედ ვარ და ალბათ, გამარჯვების დროც მოვიდა.

შარშანდელისგან განსხვავებული ვითარებაა. კიევში გაფრენამდე ყველა თავდახრილი ვიყავით, ახლა კი სრულიად განსხვავებული ემოციები და გრძნობები გვაქვს. ჩემი აზრით, ამ გუნდის ხარისხი არის მზად გასაუმჯობესებლად. ავიღოთ მაგალითად მილნერი: 33 წლისაა, მაგრამ ყოველწელს უმატებს, ისევე, როგორც ჰენდერსონი, რომელსაც უნდა ნაბიჯი წინ გადადგას.

ჩემს კარიერას რომ ვუყურებ, საუკეთესო მომენტი 2004 წელს იყო, როდესაც „მაინცი“ ბუნდესლიგაში გადავიყვანე. თუმცა, „ლივერპულთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგების შემთხვევაში ეს საკითხი გადაიხედება“, - თქვა კლოპმა.

შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის ფინალი 1-ელ ივნისს, მადრიდში გაიმართება და „ლივერპულის“ მეტოქე ლონდონის „ტოტენჰემი“ იქნება.

იურგენ კლოპისთვის კი ეს ჩემპიონთა ლიგის მესამე ფინალია: 2013 წელს მისი „დორტმუნდი“ „ბაიერნთან“ (1:2), ხოლო შარშან „ლივერპული“ „რეალთან“ (1:3) დამარცხდა. გარდა ამისა, კლოპმა „წითლებთან“ ერთად 2016 წელს ევროპა ლიგის ფინალშიც წააგო („სევილიასთან“).

სტატისტიკა
0.294163