ფეხბურთი

16:35 | 28.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

აზარი: "სხვა ინგლისურ გუნდში არასდროს ვითამაშებ"

ლონდონის „ჩელსის“ ნახევარმცველი ედენ აზარი მადრიდის „რეალში“ გადასვლასთან ძალიან ახლოსაა. თუმცა, ბელგიელი ნახევარმცველი თავის მომავალზე მხოლოდ ევროპა ლიგის ფინალის შემდეგ იფიქრებს.

როგორც აზარმა Daily Mail-თან საუბარში აღნიშნა, ახლა მხოლოდ ტიტულის მოგება უნდა.

„ჩემი მომავალი მთლიანად გუნდის ხელშია. ამ მომენტში არ ვფიქრობ ამ საკითხზე, წავალ თუ დავრჩები, რადგან თავში მხოლოდ ტიტულის მოგება მიტრიალებს. არც იმას აქვს მნიშვნელობა გავიტან თუ არა. ვიმეორებ, ახლა მხოლოდ ფეხბურთზე ვფიქრობ და ვნახოთ რა მოხდება ფინალის შემდეგ.

ერთადერთი რისი დადასტურება ახლა შემიძლია ის არის, რომ სხვა ინგლისურ გუნდში არასდროს ვითამაშებ. მე ლურჯი ვარ და ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს. შემეძლო „მანჩესტერ სიტიში“, „იუნაიტედში“, „ტოტენჰემში“ გადასვლა, მაგრამ ვფიქრობ საუკეთესო გადაწყვეტილება მივიღე. მაშინ ვესაუბრე პრეზიდენტს, დი მატეოს, დროგბას, ეშლი კოულს და მითხრეს, რომ ეს საუკეთესო გუნდი იყო. საბოლოო ჯამში შესანიშნავი ფეხბურთელების გვერდით ვიმუშავე და ეს 7 წელი შესანიშნავი იყო“, - თქვა აზარმა.

შეგახსენებთ, ბელგიელი შემტევი „არისტოკრატებს“ 2012 წელს ფრანგული „ლილიდან“ შეუერთდა. აზარის „რეალში“ გადასვლა პრაქტიკულად დროის საკითხია, ხოლო ევროპა ლიგის ფინალი 29 მაისს ბაქოში გაიმართება და „ჩელსი“ „არსენალს“ დაუპირისპირდება.

თეგებიედენ აზარი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.102198