ფეხბურთი

15:42 | 28.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

პერესმა დაადასტურა: "რამოსს გუნდიდან უფასოდ წასვლა უნდა, მაგრამ ეს შეუძლებელია"
"რონალდუს წასვლა ორივე მხარისთვის საუკეთესო გამოსავალი იყო"

მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა დაადასტურა, რომ სერხიო რამოსმა გუნდიდან უფასოდ გაშვება სთხოვა. „სამეფო კლუბის“ ხელმძღვანელის განცხადებით, ეს შეუძლებელია, რადგან კაპიტანი გუნდს უსასყიდლოდ არ უნდა ტოვებდეს.

გარდა ამისა, პერესმა Onda Cero-სთან ინტერვიუში კრიშტიანუ რონალდუ გუნდიდან წასვლის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ წარუმატებელი სეზონის მიზეზი პორტუგალიელთან დამშვიდობება არ ყოფილა.

„დიახ, ეს სიმართლეა, ჩემთან ისაუბრა, მაგრამ მე ვუთხარი, რომ უფასოდ მისი გაშვება შეუძლებელია. შესაძლოა კლუბისთვის ეს ძალიან საშიში პრეცედენტი გახდეს, რადგან არ შეიძლება კაპიტნის გუნდიდან ასე გაშვება. სერხიოსთან ყოველთვის მამა-შვილური ურთიერთობა მქონდა და ეს კარგია.

ნეიმარისა და მბაპეს ტრანსფერები? მათ შესახებ ზიდანთან არ მისაუბრია. კრიშტიანუ რონალდუ? მას დიდი ხნის განმავლობაში უნდოდა წასვლა. სურდა, რომ გაუმჯობესებული კონტრაქტი ჰქონოდა და „იუვენტუსში“ იპოვა გამოსავალი. მისი წასვლა ყველასთვის პოზიტიური იყო, მათ შორის „რეალისთვისაც“. თვითონ კი ახალი სახლი იპოვა და ბედნიერია. და თუ ის ბედნირია, ჩვენც ბედნიერები ვართ. რონალდუს შეცვლა ძალიან რთულია, თუმცა კარგი ფეხბურთელები გვყავს ასენსიო, ბეილი, ვინისიუსი... არმგონია, რომ ამ სეზონში ჩვენი პრობლემა კრიშტიანუს წასვლა იყო.

ჩვენ ბოლო 5 წელიწადში 4-ჯერ მოვიგეთ ჩემპიონთა ლიგა და ეს დიდებული შედეგია. ამიტომ, მწუხარებით ვუყურებდი როგორ უსტვენდნენ ქომაგები ამ სეზონში ფეხბურთელებს, რომლებიც გუნდის ისტორიაში სამუდამოდ დარჩებიან ან როგორ აკრიტიკებდნენ გაზეთებში. ეს ნორმალური არაა და არ უნდა ხდებოდეს“, - თქვა პერესმა.

Loading...
სტატისტიკა
0.250872