ფეხბურთი

14:50 | 28.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ღირსეული გატუზო: "მილანთან" ჩემი ისტორია ფულით არასდროს განისაზღვრებოდა"

ჯენარო გატუზო „მილანს“ დატოვებს, თუმცა კომპენსაცია, რომელიც უნდა მიეღო, არ მიიღებს. ეს გადაწყვეტილება თავად რინომ მიიღო, რომელმაც თქვა, რომ ფულზე უარს ამბობს, რადგან „მილანთან“ მისი ურთიერთობა ფინანსური თვალსაზრისით არასდროს განიხილებოდა.

„მილანის“ დატოვების გადაწყვეტილება ადვილი არ ყოფილა. თუმცა, ასეთი ნაბიჯი უნდა გადამედგა. ეს 18 თვე არ ჰგავდა სხვა პერიოდებს, როდესაც მთავარ მწვრთნელად ვმუშაობდი, ეს იყო ვნებისა და დაუვიწყარი თვეები. ორწლიანი კონტრაქტზე უარი ვთქვი? დიახ, რადგან „მილანთან“ ჩემი ისტორია, არასდროს უკავშირდებოდა ფულს და ფინანსურ საკითხებს“, - თქვა გატუზომ.

შეგახსენებთ, ჯენარო გატუზომ „მილანი“ ჯერ კიდევ 2017 წლის მიწურულს ჩაიბარა. აწ დასრულებულ სეზონში კი გუნდი 68 ქულით მეხუთე ადგილზე გაიყვანა და „როსონერი“ ჩემპიონთა ლიგის მიღმა ზედიზედ მეექვსედ დარჩა.

ჯერჯერობით უცნობია ვინ იქნება ლომბარდიული გრანდის ახალი თავკაცი. იტალიური მედიის ცნობით, არჩევანი ეუსებიო დი ფრანჩესკოს, ლეონარდო ჟარდიმსა და მარკო ჯამპაოლოს შორის გაკეთდება.

0.112897