ფეხბურთი

13:30 | 28.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა გიბრალტარისა და დანიის წინააღმდეგ

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა ევრო 2020-ის შესარჩევი ეტაპის მოახლოებული ორი მატჩისთვის ცნობილია. ვლადიმირ ვაისმა არჩევანი 27 ფეხბურთელზე შეაჩერა და მათ შორის ერთი დებიუტანტია - ხვიჩა კვარაცხელია.

აღსანიშნავია, რომ ეროვნულ ნაკრების შემადგენლობაში არ არიან თორნიკე ოქრიაშვილი და ვაკო ყაზაიშვილი, ხოლო ჯანო ანანიძე და გიორგი ჩაკვეტაძე გუნდსტრავმების გამო დააკლდნენ.

"ჯვაროსნები" მზადებას 1-ლი ივნისიდან დაიწყებენ და ს.კ "ზესტაფონის" თბილისის ზღვის ბაზაზე პირველი ვარჯიში გაიმართება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა კი შემდეგნაირია:

მეკარეები: გიორგი ლორია (მაგდებურგი) , გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი) ლაშა დვალი(ფერენცვაროში, უნგრეთი), ლევან ხარაბაძე (ციურიხი, შვეიცარია), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ლაშა პარუნაშვილი (ესბიერგი, დანია), ვაკო გვილია (გურნიკი, პოლონეთი), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), ვახტანგ ჭანტურიშვილი (ზლინი, ჩეხეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი ხარაიშვილი (გეტებორგი, შვედეთი), გიორგი პაპუნაშვილი ( სარაგოსა, ესპანეთი), ხვიჩა კვარაცხელია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), ჯაბა ჯიღაური (გრენობლი, საფრანგეთი), გიორგი აბურჯანია (ლუგო, ესპანეთი)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ვატო არველაძე (კორონა, პოლონეთი), ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია)

გარდა ამისა, ვაისმა დამატებით 9 ფეხბურთელის გვარიც გაასაჯორა, რომელთაც გაფართოებულ შემადგენლობაში მოიაზრებს:

ლაზარე კუპატაძე (ჟენესი, ლუქსემბურგი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ლევან გეგეჭკორი (ტორპედო, ქუთაისი), ლუკა ზარანდია (არკა, პოლონეთი ), ბექა მიქელთაძე (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მჭედლიშვილი (გორიცა, ხორვატია), ლაშა შერგელაშვილი (იანინა, საბერძნეთი), ბუდუ ზივზივაძე (ტორპედო, ქუთაისი), ელგუჯა ლობჯანიძე (თარაზი, ყაზახეთი)

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები 7 ივნისს, თბილისში, 20:00 საათზე გობრალტარის ნაკრების დაუპირისპირდება, ხოლო სამი დღიოს თავზე კოპენჰაგენში, ჩვენი დროით 22:45 საათზე დანიის ნაკრებს შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112245